გავშლი ხელებს
გავშლი ხელებს, დედამიწას სულ გარშემო მოვატარებ. მეყვარები და დაგიცავ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ. გავშლი ხელებს და სურნელებს მოვიზიდავ გაზაფხულად. ცა მიმღერებს, შემიფერებს ცისარტყელად აღვმართულვარ. ოხ, ნეტავი შენც იცოდე ტურფა გრძნობა ასე ყოფნის, ოხ, ნეტავი მიხვდებოდე მხოლოდ მიწა ჩვენ არ გვყოფნის. გავშლი ხელებს, ხელებს გავშლი მახარებენ მაცნენი: "დახნულ ველებს უკვე გაცდი, მალე ცასაც გასცდები". ოხ ნეტავი ჩემთან იყო, ჩემთან ერთად ტკბებოდე. ფიქრი ორად არ გაიყო, ფიქრნი შენთან რჩებოდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი