გაზაფხული-სასოება
წვიმამ მწვანე მინდორ-ველის სიკაშკაშე მაუწყა. დაიმალა ქარიშხალი, დაილია ზამთარი. მობიბინე მცენარეებს ყვავილები გაუჩნდა. გაზაფხულის სასოების სილამაზე აქ არის. მერე რა, რომ მოღრუბლულა და რომ ისევ იწვიმებს, მზე მოხვდება და გაათბობს დასველებულ ყვავილებს. მერე რა, რომ ჯერ არ ვჩანვართ, ცა ზამთარს დაიტირებს, სულ ყველანი გამოვჩნდებით, სულ ყველაფერს გავიგებთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი