რამდენი სახე
რამდენი სიტყვა, რამდენი ფიქრი, რამდენი სახე გამომესახე?! სადაც ვარ იქ ხარ. გავგიჟდი, ვიწვი. რომ შემოგხედავ, გთხოვ, აღარ გაქრე. როცა დაგლანდავ, ვერც კი ვაჯერებ თავს ჩემ სიამის თქმას ვეღარ ვბედავ. გულს, რომ ვიჯერებ, გრძნობებს ვატყვევებ და ვეღარ გხედავ და ვეღარ გხედავ. აღმიტაცებენ შენი მისნები. მომაკვდავ ცეცხლით მოგნახავ მხოლოდ. ნისლიან მთებში შენ მიმიძღვები, მომირიგდები და ხელს მკრავ ბოლოს. გადაჩეხილი ყველაფერს ვნანობ. რა მინდა შენთან? რა მინდა შენთან? გავხედავ ირგვლივ, სიმშვიდეს ვლამობ და ირგვლივ შენ ხარ და ყველგან შენ ხარ. რამდენი სიტყვა, რამდენი ფიქრი, რამდენი სახე? ჩემთან ერთია. სადაც ვარ იქ ხარ. გავგიჟდი, ვიწვი და ეს სიგიჟე ჩემი ღმერთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი