გაბუდაყება


დანთებულ სანთელს
 სულ მაღლა ავწევ, 
შეიკრა ძნება, 
ღმერთის შეგრძნება.
ეს ასე ხდება 
გაბუდაყება
და სინანული 
ასე მართლდება. 
დავანთებ სანთელს,
სულ მაღლა ავწევ,
როგორც მრავალმა ჩემამდე ეს ქნა. 
და ასე მოვა სიკეთის შვება. 
და ასე ხდება გაბუდაყება.
არ ითმენს სულში აზრების წყება 
და სიყვარული და აღტაცება
გრძნობა ვერ იტევს ამხელა ვნებას
და სიყვარულით აღფრთოვანებას.

ჩემთვის არ ფასობს არც ერთი წამი,
სადაც უდაბნოს მცენარესავით 
ვიყავ უხეში და ვიყავ მშრალი 
და ვიხრებოდი როგორც ლერწამი. 

მე სიხარულით ცარიელ ოთახს 
მაინც შევმოსავ და შიგნით ფრთოსან 
ფიქრებთან მარტო დავუკრავ მოცარტს. 
ასე ვიქნები ჩემ ანგელოზთან. 

შემდეგ მორჩება ეს მარტოობა, 
დააკაკუნებს კარზე მადლობა. 
და ასეთია ფიქრების წყობა. 
და ასეთია ჩემი ნათლობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი