წვიმა, პარისში


ლამპიონი ანათებს, 
გუბეში ჩანს როგორც მზე, 
სხივებს კი ჩაანაცვლებს 
წვიმის წვეთი გუბეზე.

დადგა ეს დრო უცნობი 
მზის დარობას აქარწყლებს. 
სწორედ ამ დღისთვის ვქსოვდი 
შენთვის კაბად ალმასებს. 

ისე ძლიერ მომწონდი, 
შენ მეჩვენე ნათელად 
დამიჯერებ, რომ გრძნობით 
ღამემ დღე გაათენა?

ალბათ მხედავს ათენა 
და არ მოსწონს რას ვშვები. 
არ მიკარებს არც ჰერა 
და არც მისი ბავშვები.

მხოლოდ აფროდიტეა 
ჩემი შემწე, მშველელი. 
მე ხომ ალექსანდრე ვარ 
მოხიბლული ჰელენით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი