წვიმა წააგავს
წვიმა წააგავს ორკესტრს, წითელს აწითლებს მეტად. ო, ნეტავ დამცემოდეს შენი ალერსი წვეთად. რომ გრძნობა განმეორდეს, პირველად რაც მომეცა წვიმებს და ქარებს ქსოვდეს იდუმალებით ზეცა. ბჟუტავენ შუქნი, შეკრთნენ. შაბათის ღამე დგება. თვალები დაგეძებენ შენ გძინავს ნება ნება. გამოგეღვიძოს ნეტავ, არ მინდა მეტხანს მოცდა, მაგრამ თან ვერა ვბედავ შენ უნებართვოდ კოცნას. გამოიღვიძო იქნებ გაფხიზლოს ჩემმა ხმებმა, თუმცა ხმადაბლა გიმღერ ტკბილად დაგეძინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი