მე შენ


შენ დანახვაზე ფიქრი მომეცა,
მიმოვიარე მაღალ გრძნობებთან. 
ყველა ყვავილი შენკენ მოექცა,
ყველა ღიმილი შენთვის მტოვებდა.

შენი დანახვის ისევ მჯეროდა.
ტანი ცეკვავდა, ენა მღეროდა,
შენი თვალები ისევ მელოდა,
ჩემი თვალები მოგჩერებოდა.

ისევ მიყვარხარ, როგორც მიყვარდი
მე ალექსანდრეს შენ მარიამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი