ახალი წელი


ახალი წელი, სათქმელი ბევრი, იცლება ქვევრი, ცეკვავს და მღერის ყველა გარშემო. შემოდი მეკვლე, მარჯვენა ფეხით, გააგდე ძველი, რკინით და გრდემლით, მოდი გზამკვლევო. მისურვე ტკბილი ახალი წელი, ცრემლით ნაწყენი გრძნობები ჩემი მიანდე მინას ტუჩებით ხელით, იყავი წრფელი, ბრძენი და ძლიერი შენს ლოცვაში ყანწში ჩასხმული წვენით. მოდიხარ მეკვლე? მე ისევ გელი აღარ მაქვს სიტყვა საგრძელებელი, სადღეგრძელო მაქვს მინდა, რომ გითხრა შამპანიურით სანამ შევთვერი. ბუშტუკი-მკვლელი შიშის სიზმარის სანამ მისულა თავის მიზნამდის მომეცი ხელი. მეკვლე უკვე მაგონდება გარდასული ამბები, ცუდები და კარგები შორეული ლანდები მიმოდიან სურნელით იების და ვარდების, რომელიმეს თუ მივწვდები წარსულისკენ ვლაგდები,  მაგდენი ხანი უნდა გელოდო სანამ მე გამახსენდება?... ეს უკვე ხდება. მისი სახელი ტივტივებს ჭიქაში, გადადის აზრიდან სიტყვაში, სიტყვიდან წინადადება ამოვა, ალმურს ხორცი ესხმება, ჩვენი მტევნები ეხვევა,  ერთდება, ეძღვნება მოქმედება საუკეთესოთა შორის საუკეთესო შეგრძნებას... კარი იღება, კანფეტები მეყრება, აწმყოში დავბრუნდი, მომავალი გვექნება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი