ერთს შვებას
მტეხს მტევანს ყველა სიტყვა. ჭექს, ელავს, მხილავს სეტყვა დღეს ვეღარ გეტყვი იმას, რაც გუშინ უნდა მეთქვა. დარგული გული გმირად, გმინვას მოუხდენს გრგვინვას, გამოაფხიზლებს მძინარს უშბას, თეთნულდს და მყინვარს. სუსხით სურვილებს უთქვამს, შენკენ მომართავს სუნთქვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი