აღარასოდეს


დავდივარ, თითქოს 
ბრძოლაში ვიყო.
ტკივილმა იკლოს,
ოღონდ ეს ვიგრძნო.

სულ დავივიწყე 
ეს ქარიშხალი.
სულო ნუ იფრენ 
გააქრე კვალი!

ვფიქრობ თუ ვერა
მე ამის მჯერა:
ჩავკალი მზერა
მთვარე-რა?! მზე- რა?!

რა სეისბურქი:)
მთავარი მე ვარ.
რაღაზე დარდი?
რა ღამისთევა?

უტეხი გავხდი.
არ ძალუძს მსხვრევა 
ფარდებს გადახდილს,
ბადაგის სმევას,

სმენას მუსიკის,
წერას მიუზიკლის.
რწმენას ვუთხარი:
"მე ვარ უფალი!

მე ვარ უკვდავი
ვინ არის ღმერთი?!"
ბევრი უარით
სიმშვიდეს შევხვდი.

და ვეღარ შეცვლის 
ასეთ სიმყარეს 
ვერც ერთი ლექსი...
ლექსი ვიკმარე.

ავედი მაღლა.
დავყურებ ველებს.
ღიმილი მახლავს,
ვერ გამახელებს

ვეღარც ეგ ტანი,
რომ ვერ ვხვევ ხელებს.
კოშმრული ზმანიც
ვერ მასხვაფერებს.

ასე მაღლა ვარ.
დაგყურებთ ბეჩავთ.
გყავდეთ საყვარლად,
ვინებიც "გმეჩავთ"

მორჩა! ვერაფრით
ვერ დამიბრუნებთ.
გიყურებთ, ერთვის 
სმენა სიყრუეს.

მორჩა! ვერაფერს 
ვერავინ მიზამს.
ვერვინ ვეღარ მტკენს,
მცემს გულში ისარს.

ვაღწიე მიზანს,
კაცობრიობავ!
თავი დამიცავს,
ვეღარ შემცოდავ.

ეხლა ბოლოჯერ
დაგითმობთ წამებს.
ეჰა! ბოლოჯერ
მოგავლებთ თვალებს...



არა! ნუ ტირი!
არც ერთი წვეთის
არავარ ღირსი
ღვთიური ცრემლის.

განაგდე ნისლი
მოვლენილ წყენის,
რომ აღარ გიცდი,
რომ აღარ გელი.

ისევ მომანდე
ფიქრები ძველი!
კვლავ გადმომაგდე
ღრუბლების მშვენი!

აღარ იტირო!
აღაროდეს!
მე დავითმინო,
ის მირჩევნოდეს!

ღამე სითეთრედ 
გამთენებოდეს!
ქარიშხლად დაე,
სული დაქროდეს!

დაღლამ მიმზიროს,
სხეული თრთოდეს,
შენ არ იტირო...
აღარასოდეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი