ლომთა ლოცვა
ჯერ ვერვთქვი ლექსი, რომელიც მსურდა. მტევნები შევრჩით სხვადასხვა პურთან. გრძნობები შევსვი, აზრები ხურდა. აზრები მტევნის ნამყნობი ყუნწთა. მე ჯერ ვთქვი ლექსი, სადაც ჯერ ვტირი, ჯერ ვდნები შენთვის ფუტკართა წილი. სევდების ფესვის გვერდზე ვრწყავ ღიმილს. ერთმანეთს ერთვის, უდგება ბილიკს. ვაღამებ, მღერის სიფხიზლე დილის. მთა მთვარის ხელი გამხდარა რბილი. გადაჭრა ველი, ატარა ცივი ვარსკვლავთა მცქერი, ვარკვლავთა მცინი. ათენებს, ათრობს პათოსი პორთოსს. ათასი ნათლობს ამბავი პონტოს. სიჩუმე აქროს ფერებით ოქროს. სულ ყველა ნახოს, მძივებად მორთოს. სიზმარ ინატრებს ლექსების წერას, ვინც ვარ იმაზე, ვერ ხვდები ვერრას. გულიდან ვმღერი მე ამ სიმღერას. გულით გიმღერი აყევი ჟღერას. დამრჩება ცოდვად ნიჭებულ მადლი, თუ არ მოიცმევ მოსასხამს გახდილს. გავხდები მტერი კაცობრიობის გავყვები ჭერილ დაჭრილ ვიდოდი. წაგივიდოდი. წამით მინდოდი. უსასრულობას დაღლილ სიცოცხლით განზე ვიდოდი მე გეტყვი იმ ლექსს, რომელიც გვსურს და შეგრძნებით შევცვლით ნააზრევს სულთა. მე გეტყვი ლექსს და მოგიტან გულთან. შეერთვის ხვევს ტან ომისგან ხნულთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი