შიში მაქვს
შიში მაქვს მხოლოდ არაფრის, ნახვის და არრას დანახვის, რომ ვერ გააღებს დანა პირს, ვერ შევასრულებ დანაპირს, რომ ვერ გავიგებ სანამდის შიშს არ მივუტან არავის. შიშს, შემოდგომის სურნელის შიშს, ცივად მღიმი ზამთარის შიშს, რომ სულ სხვაგან ვეძებდი სიყვარულს სხვაგან ვმალავდი. წყვდიადში მთვარე სანამ მთვლის, ღრუბელს ღრუბელი გარდადის, მთვარე ტახტრევანს სანამ ზის, სანამ მზეს ვჭვრიტავ მარადისს, ცისსარტყელა ფერს სანამ ცრის, შიში მაქვს მხოლოდ არაფრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი