როცა ქუხილი ისმის


როცა ქუხილი ისმის საამოდ, 
სასმისი სიმებს სიზმრის ასველებს
და სიამაყის მსახი საღამო 
უფრო მანათებს, როცა აბნელებს.

მთხოვა სიკეთემ ხსოვნა ბოროტის, 
რადგან სხვაობა მათში ერთია -
ეს არც მზე არის თავით ბოლომდის,
არც მთვარე არის, მხოლოდ ღმერთია.

მე ამ ხსოვნაში დავსახე წამი,
რომელიც მხოლოდ მე და შენშია.
ამის გარშემო ასველებს ნამი,
სადაც ბოროტი სიკეთეშია.

აღარ მინდოდა, რომ მეთქვა მეტი
აღარც ნაკლები აღარ მინდოდა
და შენ წახვედი და შენ წახვედი...
ბოროტის ხსოვნა ჩემში იწვოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი