სინათლე
ნათელს, გაკვრით დანახულს, მღერის სიტყვა უძალო. ვერ ვკრავ ფიქრებს დაფანტულს გთხოვ, მომმადლო უფალო! ფხიზელ წამებს მივტირი მძიმედ დაძინებული. წარმოთქმისთვის მზად არ ვარ იდეებით შემკული. ოცნებებში ვცურავდი და გამექცა სიცხადე. სიცხადისკენ მივბობღდი ოცნება შორს მივაგდე. -ნუთუ მოხვალ ტანმჟრჟოლო ზეციურო სინათლევ? -„როგორ? როცა ცოდვების უღელს მძიმეს მიათრევ. სიმძიმით თავს ვეღარ წევ თვალებს მიწას მიაქცევ.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი