მგოსანი
როგორ ღრიალებს ქარიშხალი განვლილ ომების, უკვალოდ ქრება სწრაფვა ყველა ამაოების. იძვრის ბორბლები, ირგვლივ ჭაობი მის წინ მორევი. ნეტავ ვინ არის ის ამ სიავის დარად მოვლენილ? ნეტავ ვინ არის გოლიათის ქვეყნად მომრევი, მღელავ მდინარის შფოთიანი გადამცურავი, მბედავ ვინ არის ღირსეული კალმის მროველის, მხედარი ჯაჭვის მტეხავი კაცი დაუთრგუნავი. მერანი გარბის უკვალო ალყის გამარღვეველი ულაყი ნამდვილ თავგანწირვის ამბავს მოყვების. სულის სილაღე სულისკვეთება დააქვს მძებნელის არის სიკეთე, სიყვარული აზრი ყოველის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი