თავო ჩემო!


გთხოვ დაიჯერე! თავო ჩემო რატომ არ გჯერა, 
რომ მას უყვარხარ! მას უყვარხარ! მხოლოდ ტანჯვებმა
დროის შიშმა ბრძოლის ვიშმა ტანს ჟრუანტელმა 
აღარ დატოვა ცეცხლი ცამდე, ცეცხლი ამხელა.

სულ ყველა მირბის და მოგვინდა ცოტას გარბენა.
ეს არ ყოფილა მოშორება და არც გაქცევა.
ალბათ ამიტომ ეს ეჭვები ხშირად დამჩემდა,
რომ მხოლოდ მისი სიყვარული გადამარჩენდა. 

თავს ვეუბნები აქ იყავი სხვას რომ მთავაზობს,
კვლავ შეებრძოლე დინებას და ცურე კალაპოტს.
ნუ გერჩივნება ნაკადული ველურ ამაზონს,
რადგან აქედან ჩანს ვარსკვლავები ზედ რომ თამაშობს.

ნუ დაიჯერებ ნურც ერთ ზრახვას მიწით მოვლენილს,
რადგან ნაცადი გზა ნაცარია მსხვერპლებს მოელის.
ბედი არგუნა ცამ მაძებარს ერქვას მპოვნელი 
და თავო ჩემო აირჩიე გინდა რომელი!

მე დავიჯერე რომ სხივებთან სხვები არ ჩანან. 
მე დავიჯერე სიყვარულმა ის შემაყვარა.
მაშინ სურვილის სიცხადე მე თვითვე მახარა, 
რომ გამიღიმა დასტურად და თავი დახარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი