ცა განათდა


ცა განათდა და ვარსკვლავნი ეულად 
სიშორეში ჩუმად მიმობნეულან.
გარიჟრაჟმა არ დაინდო არც ერთი 
მზე ამზადა და გამოამზეურა. 

შენც ძვირფასო ზუსტად ამ დროს წახვედი.
მე სითბოთი შენით გახურებული
ვეღარ გავთბი ამ სხივებით, ამ მზეთი 
და გეძახი ძალაგამოეული.

ცა განათდა და ვარსკვლავნი ეულად 
სიშორეში ჩუმად მიმობნეულან.
გარიჟრაჟმა არ დაინდო არც ერთი. 
შენც ძვირფასო ზუსტად ამ დროს წახვედი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი