დალხენილი სევდა


დება დაბლად დამრჩა ობლად. 
ალბათ მასთან გული მოლბა. 
მაიძულეს ასე ყოფნა 
ბამბუკებმა და ჭაობმა. 

დარდად დალი დამესახა. 
ზღაპრად მდარე დღეზე მნახა. 
ალბათ მასთან გული დადნა, 
ღრუბელიდან იწყო ბარდნა. 

დრო დღიანი გამთლიანდა 
და დიდება დამილანდა. 
ფიქრი ფარად გაფერადდა 
და მოფარიკავეს ჰგავდა. 

შადრევანით იქცა სივრცე. 
თავზე მაწვიმს გული მიცემს. 
თუ დღე ხვალეს ვერ შეიძენს, 
დავთმობ დაშნას ფარად ფიქრებს.

ფარსად, ფირად, ფალანგის ძვლებს 
მოვაფერებ, დავალ ნისლებს. 
არსად ხშირად დალანდვის მეტს 
არ ედები არც ერთ მისხელს.

ისხლეტს შენი შალის შანთი 
გრძნობას გარით შემოვარდნილს. 
ღამით ცაც ხომ ღრუბელს იღებს, 
მობიბინე მინდვრებს ბარდნის. 

არის სარზე წამოცმული
არემარე მარსზე კრული,
მაგრამ ჩემი სიყვარული 
ჯერ არ არის დაღუპული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი