ეგოისტის ხელობა
პოეზია - ეგოისტის ხელობა მოესია ეზოს ჭიშკარს მდელოდან. მოხდენილად პოეტები მღერიან: "ქარი მწყემსავს ყვავილების მსვლელობას". განწყობებით ამაღლებულ, დაკოდილ ჩემი გული შენს მოსვლასაც ელოდა. შენს საძებნად მსვლელობაში დავრბოდი. ყოველ წუთას უფრო მეტად ბნელოდა. მოვიარე ყაყაჩოთა ველები. ამ ვარდებსაც მიკვირს როგორ ველევი. შენ შემნატრე სულ ყველაფერს დათმობენ პოეზიის ეგოისტი მცველები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი