აღმაფრენა
მე უსაზღვრო მიღწევების ოცნებები მწამს, გარიჟრაჟი ჟრუანტელი ერთმანეთს, რომ ჰგავს ცის ლაჟვარდში გადავვარდი ვეღარ ვშველი თავს. აღარ ვიცი სიყვარული მაცოცხლებს თუ მკლავს. მაგრამ ცივი სიარული აღარ მაფიქრებს. ახლა სისხლი მდუღარე და სხივი აღმა ფრენს. აღარ ისმის სინანული თან რომ დააქვს ბევრს. დასთა მივლის სიხარული მასთან განაბნევს. სიტყვები გამოილია ვეღარ ვაწვდენ ხმას. სიზმარებში მოვახერხებ გამოგონებას. და თუ ჩემ ხმას ვერ გაიგებს რაღას ვიზამ სხვას. ნაპირამდე გამოვატან ჩემს სურვილებს ზღვას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი