მე და შენ ღამით
მე და შენ ღამით, ასეთია ჩვენი ნათლობა. ღამეში თვალით დანახული მთვარე გვართობდა. წყვდიადის დარდით შეგვიფარა მის ქვეშ მნათობმა. ერთურთის ბრალით ავსებული ბრაზი დაჰქონდა. მას მოჰყვა ბზარი. გადაღლილი ველზე გაგორდა. ამ ღამის ქნარი და სიმები კუშტად ათრთოლდა ქრა როგორც ზმანი. ამ დიდ ბზარებს ვერვინ ავსებდა. ჩვენი სიზმარიც მაშინ მორჩა როცა გათენდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი