LA DONA
სანამ ეს ცხოვრება სიზმრად გაივლის მე მემახსოვრება ყვავილი მაისის, მზის ნაფერები მწუხრი დაისი და შენთან ერთად ყოფნის ხალისი. დროს სურნელება დაკრავს თავისი მე უშენობით სურნელს განვიცდი. სურვილს არ ვიცი სურდი რად, რისთვის წყურვილს წყალის სმით არ ვიკლავ ვიცდი, დავეძებ წყაროს უკვდავებისას. ცამდე ვიხარო მინდა ხლებისას, რომ მე მეღირსა, რომ ეს მეღირსა უკვდავი კდემა ყვავილებისა. სხვების სიცოცხლე გზად მავალ ბარის შენამდე მოდის წვერამდე მთანის. შენი სურნელი მწვერვალზე ადის. უკვდავ წყალს ვუსხამ მაისის ყვავილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი