მწვერვალისკენ სხვადასხვა გზებით
ოხ, თან რა შორს ხარ ოხ, თან რა ახლოს სულ ასე ვოხრავ ამავალ მაღლობს. თან როგორ მართობს ასეთი ყოფნა, ასეთი ყოფნა ო, როგორ მართობს. სტროფად და სტროფად ვაკიბე ტრფობა. დრო კიდევ დარდობს. დრო კიდევ ნაღვლობს. მოვკიდებ ობლად დაგდებულ მომხდარს. მახვილად მოვალ. წუხილებს მოვკლავ და გეტყვი, რომ კვლავ მიყვარხარ, რომ ხვალ ვიცი, შენც მოხვალ მწვერვალზე მხოხავს არ მტოვებ მარტოს. მომანდობ ხელებს ალღოთა ნათრობს. გავცდებით ხმელეთს! ვარსკვლავისხელებს და უფრო დიდებს გავხედნით ცხენებს! ვაერთებთ თითებს. თვალები შენი, კაკალის სისქე, ხიბლით ამხელით სამყაროს მიმცემს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი