სიყვარულით გარდაცვალება


ახლა ხომ ყოველი სხვაგვარად ითქმის.
დადგა დრო წუთები წამ-წამებს ითვლის. 
კალთას მოფერებით ფერები იცვლის 
შენს ტანის მშვენებას, იცმევს მას, იძვრის.

მთანი და კლდეები ჰაერში ბინდი.
მე და შენ სიმკრთალეს როდესაც ვცდიდით
და დავდიოდით ნისლიან ხიდით 
მაშინ უახლეს სინათლეს ვქმნიდით. 

იმ ნათელს უყვარს მფრინავი ღამედ 
მიმომავალნი ვარსკვლავნი, მთვარე. 

იტაცებს უკვდავს როგორც მდინარე.
გეტყვის შენ ვინხარ მითხარ ვინ ვარ მე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი