უიმედობა-იმედი


ალბათ გათავდა სათქმელი, 
ან გული გაცვდა მქანცველი.
დღის სიზმარების დამქცევი 
ვერ ხედავს რასაც გავცქერი, 
არ ესმის რასაც გავმღერი 
და მუნჯად დგება ნაღველი.

არ ველი მისგან არაფერს. 
მისგან არაფერს არ ველი. 
ვისურვებ ერთიც გამაგრდეს 
თოვლის გუნდივით ნამქერი.

რატომაც არა? მე ერთი 
სასწაული ხომ ვიხილე.
სამყარო-თავადვე ღმერთი 
ჩემკენ ხომ შემოვიპირე. 

და სადაც ახლა მე ვფიქრობ: 
ოცნების სასახლეებში.
აღარც თუ ისე ბევრს ვითხოვ 
მიმავალ კარიბჭეებში. 

იქ სადაც ახლა მე ვფიქრობ 
ადგილი სასწაულების 
არის და ძალა მე თვითონ 
შემწევს მოხდენის ულევის.

და შესრულდება ყოველი 
ვითხოვ ჩემით და მოველი 
ჩემივე ძალის მორევით 
სასწაულების ოცნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი