შიში


ახლა, როცა არაფერი არ ხდება 
მეშინია უფრო მეტად მომენტის. 
ახლა, როცა უცოდველად დაბნელდა
ველოდები კორიანტელს ცოდვების. 

ოდნავ მაინც შეარხიოს ფოთლები 
ამ უწვიმო და უმზეო ამინდმა. 
მეშინია და ამ შიშით მოვტყდები, 
რომ ვერაფერს ვერაფერი დაიცავს. 

რომ წალეკავს სიყმაწვილეს სიკვდილი. 
მდინარეთა სიმაღლეებს წალეკავს. 
აი ბავშვშიც არც ტირის არც იცინის.
ღმერთო ღმერთო მომიყევი რახდება!

ნუთუ მთანი ამ ველების გახდება
და ველები წითლად გადატყავდება, 
შეელევი ადამიანს ამხელას 
და გვახვეწებ საიდუმლოს გამხელას?

არა! შენი ასეთობის არ მჯერა. 
სიყვარულის ხვედრი არის იცოცხლოს. 
თუმც, ის ხშირად შეაწუხოს ტანჯვებმა.
თუმც, ამქვეყნად თვისი ვერა იპოვოს, 

მაინც! მაინც! უნდა ყოფნა ამქვეყნად, 
სურს ბოროტთან სიკვდილამდე იბრძოლოს.
მაინც! მაინც! თუკი იგი დაბერდა 
შეეცდება სიყმაწვილედ ითოვოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი