ჩემს ლექსში


ჩემს ლექსში არის იმედი.
ჩემს ლექსში ნახავ ნუგეშსაც.
ჩემს ლექსში ჰყვავის ივერი 
სახლში მასპინძლობს თუთებსა.

ჩემს სახლში არის მუსიკა. 
ჩემს სახლში შუქი ანათებს.
ჩემს სახლში ვზივარ, ვუცდი და
და ვეგებები ბარათებს

შენს სახლში გახსნილს ფიქრებით. 
შენს სახლში ხიბლით დაწერილს. 
შენს სახლში ანაკინძები 
და სიყვარულით ნაჯერი

ბარათი მითხრობს მერცხალზე 
ზამთარში, რომ არ წავიდა 
იჯდა ჩაძირულ გემბანზე, 
ყორანი თავზე ჩხავიდა.

იმ გემზე იყო ნუგეში
და ის ბავშვური სილაღე 
სასოწარკვეთის უბეში 
ესვენებოდა სილაზე. 

ჩემს ლექსში სჭექავს რისხვები,
მღერიან ქარიშხალები.
ლანდებს ერთად, რომ ვისხედით
ვერასდროს დავემალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი