ჭურჭელი
მე სიყვარულით აღვივსე და სიყვარულით ვიცლები. განთიადს თუკი მაღირსებ ისევ მთლიანი ვიქნები. გრძნობები ლექსად ავკინძე. სეტყვა დავლაშქრე სიტყვებით და ამ ლექსებში ჩავძირე სადაც ვარ ჩანაძირები. მინდოდა შენთვის მომეცა ზევსის ნარჩევი შვილები. ბედი საშინლად მომექცა ვერ მოგეც დანაპირები. ალბათ ასეა საჭირო გოდება სასოწარკვეთის, დრო, რომ მოვიდეს სალხინო, წარსული ჰგავდეს გაკვეთილს. ალბათ ამიტომ ფიქრები სტუმრობენ ლანდებს გაცვეთილს, რომ სიყვარულით ვიცლები და იმედი მაქვს ავსების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი