ზამთრის დილა


მზეა და ყინვა, დღე არის სუფთა
შენ კიდევ რულავ, ერთგულო ტურფავ,
ლამაზო, დროა გახსენი-მეთქი
სათუთად ხრილი თვალები მარად
და ცრდილოეთის გარიჟრაჟს შეხვდი,
ჩრდილოეთის ცის ვარსკვავის გვარად.

წუხელის გახსოვს ქარიშხლის ძრწოლა,
მღვრიე ცაზედა წყვდიადის ბრძოლა
და მთვარე, როგორც ცის ლაქა მკრთალი,
ქუშად ყვითლდება ღრუბლის ფარაში;
შენც სევდიანი იჯექი ქალი,
გადაიხედე დღეს ფანჯარაში.

ჭროღა ცის ქვეშ შორს გადაშლილი
მზეზე ელვარებს თოვლი დაფშვნილი
უმშვენიერეს ნოხების გვარად,
მხოლოდ მჭვირი ტყე დამდგარა შავად,
ჭირხალში სიმწვანით გამოკრთის სარო
და ყინულ ქვეშე ბრწყინვალებს წყარო!

მთელი ოთახი ქარვის მსგავს კრიალს
მოურწყავს თითქო, და რა კარგია
ტკაცუნა ცეცხლით ბუხარი ჩვენი,
ფიქრი და წოლა ბუხართან დახრით, -
მაგრამ ხომ იცი? სჯობია მარხილს,
ვბრძანოთ, გაუბან ქურანა ცხენი.
ტურფავ, მოყვასო, დავიწყოთ ქროლა,
დილის თოვლზედა ჩვენ ავყვეთ სრბოლას.
ურა-ცხენის და სრიალის დროსაც
ჩვენ ვესტუმრებით მინდვრებს ტრიალებს
ტყეს ახლო დროში ანაშრიალებს
და ჩემთვის ტურფა სანაპიროსაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი