ზამთრისა შარა


მოელვარე ნისლის ზღვაში
მისრიალებს მთვარე ზანტად,
და სევდიან მინდვრებს გაშლილს
მისი შუქი დაეფანტა.

ამ მოსაწყენ ზამთრის შარას
ჩემი ეტლი მისდევს ნელი,
და გაისმის წარამარა
ზარის ჟღერა გულის მკვლელი.

თითქოს სულთან ახლოს არი
ამ მეეტლის გრძელი ჰანგი;
ხან გუგუნი ნაშფოთვარი,
ხან კი სევდა დასადაგი.

არც სინათლე, ქოხიც არსად . . .
მხოლოდ თოვლი. . . ყრუა ველი,
არვინ მოჩანს, გზას კი გარსად
პალოები მისდვს ჭრელი.

დარდი, კვნესა . . . ხვალ კი ნინას
კვლავ ვეწვევი სულზე ტკბილსა,
დავდუმდები ბუხრის წინა. . .
ვუცქერ დიდხანს სახეს მისას. . .

საათზედაც ისრის წვერი
შემოივლის თავის არეს,
მაგრამ ღამეც კუპრის ფერი,
მაინც არსად აგვაჩქარებს. . .

რა ვქნა, ნინა: გზაა მკვდარი,
თან მეეტლეც თვლემს მდუმარე,
სულ ერთ ხმაზე კვნესის ზარი,
იფარება ნისლით მთავრე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი