ზვავი
სადაც კლდე არის ჯმუხი და სალი, მქუხარე შხეფებს აქაფებს წყალი, და მაღალ ცაში ისმის ზრიალი მრავალი ქორის. ბნელში კი მოსჩანს თოვლის კრიალი მწვერვალთა შორის. ოდესღაც მოსწყდა ზვავი კლდის ზენა, მძიმე გრიალით შეხუთა სმენა, და კდელთა შორის ორივე ფენა მან შეატბორა. და თერგის წყალთა ძლიერი დენა გააპო ორად. უერცრად თითქოს დაჩუმდა დევი, თერგი ღრიალა ტალღების მრევი; მაგრამ ნაკადი მოაწვა რღევით თოვლიან ზვავსა. . . და წარღვნილ მიწას მთლიანი ხევი მან დაამსგავსა. და დიდხანს იდგა ნაპობი ზვავი, როგორც მარადი ყინულის ხვავი, მის ქვეშ კი თერგმა ამოჰყო თავი და შხეფთა მტვერით აშხურა დიდხანს ეს დაუძრავი ყინულის ჭერი. იმ ზვავზე შარის გაიდო ლარი, მიჰქონდა ცხენი, მირბოდა ხარი, და თავის აქლემს ვაჭარი ბარის უძღოდა წინა, სადაც დღეს ქარი, ცის ბინდარი, დაეძებს ბინას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი