თითქმის
როგორც ნადირმა, გაზაფხულმა დაგლიჯა თოვლი და ფერდობებზე დესანტივით დაეშვა წვიმა, მე ვიმატებდი ისე, როგორც მდინარის დონე, წვიმა გაება უსასრულო და ლამაზ მძივად. ჭექა-ქუხილზე გამოცვივდნენ კვირტები გარეთ, ყვავილები კი ციცნათელებს იბნევდნენ თმაში. და მე იმგვარად მახარებდა წვიმა და ქარი, თითქოს სალამზე ვპასუხობდი პატარა ბავშვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი