სამოთხის ელვა
ყოველი ხედვა, ყოველი განცდა, ყოველი ფიქრი, ყოველი ტანჯვა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ გაჩნდა როცა უბრალოება ყოველგვარ საზღვარს გასცდა. თითქოს მზის ბოლო სხივიც აღარ ჩანდა და ჩემივე სურვილით ჩემში ადრინდელი სისუსტეც აღდგა. დღე ღამით იცვლებოდა და ყოველი გრძნობა ერთფეროვნების ელფერს აღძრავდა ჩემს ირგვლივ მყოფში, დარდი აღარ ეტეოდა ბოლო დროს უკვე გრძნობების გარეშე დარჩენილ გულში, ეშმაკიც ჩასახლდა ჩემს აწ უკვე ბინძურ სულში. ფესვებიც ისე გაიდგა წასვლასაც აღარ ლამობდა, ვგრძნობდი რომ შიგნიდან რაღაც უმნიშვნელოდ მჭამდა და ცარიელს მტოვებდა. სისხამ დილით, სისხლივით წითელ ღვინოს ვუწილადებდი ცარიელ სასმისს, გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს ვიყავი არაფრის ამარა დარჩენილი ლოთი, რაც ჩემში კიდევ უფრო აღძრავდა და ამუქებდა უბრალოების, კიდევ უფრო უბრალო განცდას. შენც მას შემდეგ გაჩნდი, როცა სინათლეს ბნელ ნისლად აღვითქვამდი. დაიწყო ჭიდილი სიყვარულსა და ბნელ ძალას შორის, გაგრძელდა იქამდე სანამ სისხლი არ დაიღვარა სატანის ცოდვის. გავახილე კარგა ხნის ამოკერილი თვალები და ჩემს წინ ჩაიარა სიყვარულის ძლიერმა სეტყვამ, ნელ-ნელა უფრო მკვეთრად იგრძნობოდა ჩემში შენი გულის ფეთქვა და ორთავე ველოდით როდის დაგვეცემოდა ნათელი სამოთხიდან წამოსული ელვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი