მინდა გაჩუქო ჩემივე მანტო


გამიღე კარი,
ნუ მტოვებ მარტო,
მომენტის აღთქმა ჩემშია ფართო,
გასულა რა დრო, სხვა არ ინატრო,
ეს გზა ვარდებით ჩვენია კარგო.
ნუ დამემალები, გამიღე კარი,
მინდა გაჩუქო ჩემივე მანტო,
არ გამიცივდე, ჩამკიდე ხელი
გზა გავიაროთ ყველაზე გრძელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი