წერილები უმისამართოდ


მე გაზაფხული მომქონდა შენთვის,
გზად ვაგროვებდი ფერად ყვავილებს,
მარტის ამინდებს ვემალე გზა-გზა,
საცაა მალე გაიაპრილებს.
ვაშლის ყვავილებს, ატმებს და ტყემლებს
აახმაურებს ფუტკრების გუნდი,
გელოდი ადრე და გამალებით
გწერდი წერილებს და მაინც ვდუმდი.
მე გაზაფხული მომქონდა შენთვის,
მაისის მზე და თავის ვნებები,
ვერ მოგაწვდინე ვერც ეს წერილი,
ვეღარ ვაგრძელებ, მორჩა, ვნებდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი