სხვა ქარი


ჯერ არდამდგარი შემოდგომის სურნელია და
ჭრელი მანდილით სადაცაა შემოაბიჯებს.
მუსიკა ქარში, ხმელ ფოთლების წამოვა თოვა,
აჰა, ზაფხული ჭრელ ქალბატონს უთვლის ნაბიჯებს.
ჯერ არ დამდგარი შემოდგომის სურნელია და 
თბილ ქვეყნებისკენ გაფრენილი მერცხლის ბარტყივით
მიდიხარ ისე, რომ მოწყენა თუ შეიძლება,
დაბრუნებაც ხომ ასე იცი, ზუსტად ბარტყივით. 
ჯერ არ დამდარი შემოდგომის სურნელი არის,
ზუსტად ისეთი, არყოფილი ჩახუტების და 
ყელზე, მკლავებზე შერჩენილი თბილი სურნელი
მოჰგავს საღამოს, ფოთოლცვენას შეღამებისას.
ჯერ არდამდგარი ფოთოლცვენის აღლუმს ვიფიცებ,
ჯერ არდამდგარი შემდგომის ბოლო აკორდებს,
ჯერ არდამდგარი შემოდგომის სურნელია და 
ჯადოსნურ დროზე მაინც უფრო მეტად მაოცებ.

31.08.2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი