მეგობარს


ათას ცხრაას ოთხმოცდა ცამეტი წლის გაზაფხულს
ათი იყო მარტს და ხეებს ქარი ართობდა.
განთიადზე ჩიტების იყო ფრთხილი ჟღურტული,
მაინც სუსხი, ზამთარი მის დროს თთქოს არ თმობდა. 
დაიბადა გოგონა მაყვლისფერი თვალებით,
მაყვლისფერი თვალებით. ჰო, ასეთი ფერია. 
როგორც ტყემლის კვირტებზე აფეთქება ყვავილის
მოჰგავს მისი ღიმილი, ნუთუ არაფერია?!
დადის ასე გოგონა გაზაფხულის თვალებით
ოდნავ სევდისფერი და სიყვარულის ალებით,
სიამაყით, სინაზით, მხრებზე დალალდაშლილი.
სადმე ალბათ დარჩება ვინმე ფიქრებაშლილი. 
ათას ცხრაას ოთხმოცდა ცამეტი წლის გაზაფხულს 
ვულოცავ და სიტყვები მგონი სადღაც მიქრება 
,,იყო და არა იყო რა" - ზღაპრები კარგია,
მეგობრობას უხდება იყო, არის, იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი