სულთა მარტია
გაზაფხულის ცას შეეფაკლა ღაწვები თოთო, ბუნებამ სწრაფად შეიკერა ფერთა მანტია, საცაა ატმის უცოდველი ყვავილიც მოთოვს, ფიფქმა რომ თოვის მითვისება ვერ აპატია... გამოიზამთრა ტირიფმაც და სულ აღარ ლოთობს, წყალში ჩაღვარა შემოდგომის ღვინის პარტია, წელზე ხელს მოხვევს მოცახცახე, მშიშარა ფოთოლს.... სიყვარულია, სიგიჟეა, სულთა მარტია...!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი