მინდა
მინდა ვხედავდე, ვგრძნობდე მინდა... მინდა ვერ ვგრძნობდე... სულაც არ მინდა, რომ ვხედავდე, ან სულ მესმოდეს, ყრუ მინდა ვიყო, ზოგჯერ კი ბრმა, ვთვლიდე შეცდომას, ცოდვის სანაცვლოდ ზოგჯერ, მინდა მწადდეს შენდობა. მინდა მიყვარდეს, რომ ვუყვარდე მინდა მეგობარს, საოცარია და სიყვარული ღმერთი მეგონა... მინდა მეგონოს, მეგონოს მინდა უწინდებურად, კვლავ დავიფარო ის ქუდი, რაც უწინ მებურა. მინდა ზეცაში თავი ვიგრძნო ლაღად, მეფურად, ზოგჯერ კი მინდა მოვიბუზო, ვიქცე ბეღურად... მინდა ცრემლები... სულ არ მინდა ზოგჯერ სიცილი, მომიპარია თვალებისთვის ფერი- ცის წილი... მინდა მხედავდე ცაში, მზეში ატმის კვირტებში მე ვარ ზეცაში, მზეში,შენში - თუ მაკვირდები... მინდა მიYვარდე, ნარცისივით მიყვარდე მინდა. სამსჯავროზე კი არ დაგვიხვდეს მკაცრი თემიდა. მინდა გიყვარდე , მიკოცნიდე თვალებს და ფრაზებს სხვას რომ შევხედავ იეჭვო და მინდა გაბრაზდე. შენს ხელისგულზე რომ მოვთავსდე იის ცრემლებად, მინდა შიგ გულში შემოგასკდე ქალწულ ტყემლებად... მინდა მერანი... დაგვიტიოს ორივე, ზეცამ... მე ბუხრის ცეცხლი, შენ კი იქცე იმწამსვე კეცად, მინდა ვკოცნიდე ჰაერს, მიწას და მზეს ვკოცნიდე... თვით ვიყო კოცნა და შენს ბაგეს აღარ მოვცილდე... მინდა მიყვარდე, სულ არ მინდა გვირილის ფურცლვა, მსურს ვარდის ნამი გადაეჭდოს ტირილით კურცხალს. მინდა ჩაგიძვრე შენს ფილტვებში და ვიყო სუნთქვა, მინდა მოგიყვე ის ამბავი, რაც არვის უთქვამს... გადაგეღვარო მინდა ტკბილად, როგორც შარბათი და ერთად ყოფნის ყოველი დღე იყოს შაბათი... მინდა ჩაგაცვა ჩემი ხელით პერანგი ჯაჭვის.... ასე აგიხსნა ეს სიბრმავე, თუ რღაც...რაც მჭირს. მინდა, რომ ვიყო შენი წილი ჰაერი, წყალი... ჰა, შემისუნთქე მე ვარ მთვარე და მზეი ხვალის. მინდა მიყვარდე! მიყვარხარ კი ღმერთო, რად არა?! შენს მიგნებაში ამ თვალებმა ცხრა მზე მატარა, წყურვილი წყალის რარიგ მკლავდა... ვპოვე მათარა გავხსენ და ბაგემ უსწრაფესად წვეთი მახარა... მინდა და მინდა.... რა ჩამოთვლის... რა მოიგონებს დრო აღარ მყოფნის უდროობა გამოვიგონე. ვაი, გაწვიმდა... მინა გავწმინდე, რადგან მინაზე სიტყვა დავწინდე, შენი სახელი იყო ის სიტყვა უცხო და წმინდა... ღმერთო რამდენი, ღმერთო, რამდენი სიწმინდე მინდა?!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი