ნეკერჩხლის ფოთოლი


ნეკერჩხლის ტოტმა 
მიწყალობა თავისი პირმშო,
ლექსის კრებულში მივუჩინე 
თავშესაფარი...
ნაწვიმარ სხეულს რა ხანია 
სტროფებით იშრობს,
კაფანდარა ტანს აფარია 
სიტყვის საბანი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი