აცალე


არ ნანობ, არ ტირი, არ ეძებ,
იქნება, რაც იყო, რაც არი,
ხომ ბევრჯერ გაწურე კენჭები,
ხომ თვალში იყარე ნაცარი.
ხომ წაღმა აბრუნე ზღაპარი,
რაც იყო , არ იყო, არც არი,
ხომ მკლავის მაგივრად, ერთჯერაც,
ცხოვრება გრიგალზე აცარი.
ღმერთმანი,ზღაპრები მთავრდება,
იქ აღარ რჩებიან ცალ- ცალი.
ნუ ტირი, ქარები ჩადგება,
ითმინე, მეზღაპრეს  აცალე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი