მაინც


და მაინც ჰგვანან დღეები დღეებს,
ჰაერი გახმა, დაჭკნა იელი...
საკუთარ თავის ვიყავი მგზავრი,
გავხდი ჩემივე გადამთიელი.
ვერ გავუნასკვე თეთრი თასმები
დღეებს და დღემდე უთასმოდ რბიან,
მეგონა მზეის ამოსვლა ადრე,
თუმც გათენება ყოფილა გვიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი