როცა მზე ტირის
როცა მზე ტირის, ქარიშხლები წვებიან ზურგზე, ისმის წიკწიკი უდაბნოდან ქვიშის საათის... მცირე ისარი მოზრდილ ისარს პირისპირ უმზერს,- დუმს მასლაათი. როცა მზე ტირის, შორს, გრიგალი ივარცხნის ფაფარს და ღამეები დაუძინარ სიზმარს ახელენ, ყველა ნიავი, უსახლკარო, ეძებს შესაფარს ,- ქარნი ამხელენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი