ჩემო ჰელიოს


თუ ჩემი გზები შენს გზებს აცდება
 და  შეხვდებიან  წვიმებს ქარები, 
შენ მოხვალ ჩემთან მზე _ჰელიოსი,
ხელებგაშლილი მოექანები.
სამყარო თავის წესს არ მოიშლის,
 გადირკალება ცაზე შვიდფერი,
ამ ცისარტყელით დალალს  შემბანტავ,
დავდგები შენ წინ თვალებშიშველი.
ამოსკდებიან ნაპრალებიდან 
მზესუმზირები, მზისფერგულები,
დაინავებენ , გამრავლდებიან,
 მიწის ტანიდან გადმორგულები.
და მოედება მთლიან სამყაროს
 იმათი სუნი და ჩვენი გემო,
მანამდე , 
მანამ უნდა მოხვიდე 
და ჩემს გზებს აცდე,
 უფალო ჩემო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი