სამუმი
მშრალ ბარხანებზე,
ცხელ კუზებს შორის,
როცა მზე კვდება,
დგება ქვიშიდან სამუმი
აბრეშუმივით
რბილად,
და გადუსვამს ხელის გულს
ვანილის შარიშურით,
უდაბნოს დამჭკნარ კერტებზე,
მაჭარი, - ერთი კბილა.
დაენანება, იღელვებს,
ნერვს გამობურცავს ბრაზით,
უმალ გათელავს დიუნებს,
წაშლის სიცოცხლის კვალს,
ვერმოურწყავი ჟინისთვის
დაუპურელი ჟინისთვის,
ზეფირი იმით ამართლებს,-
დაღვინდებაო ხვალ.
სამუმი-უდაბნოს ცხელი, მშრალი ქარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი