მომავლის შვილს
შენს თითებს, შვილო, ჟოლოს გემო ექნებათ ალბათ, პაწია ტუჩებს , ლოყებს, სახეს - სუნი ვანილის, დასაბამიდან შენს არსებას ფიქრებში ვლამბავ, ფიქრის ძაფები ამოვავლე თაფლში და დალბა... შენ ხარ ვარსკვლავი, ჩემი ციდან ამოყვანილი. შენი თვალების კოსმიურ ფერს, კრიალა ზეცას, შენი ღიმილის ცისარტყელებს, შევკრებ კადრებად, თმის ბურბუშელებს აბრეშუმის ძაფებად დავრთავ,- ასე არასდროს დამეკარგება. დრო გადაირბენს ასკინკილით, მუხლტყავდამძვრალი, შეგადარებენ მზის ქალებს და მზისფერ ხათუნებს, მოდი, მზის შვილო, ამ თაფლიდან გამომაფხიზლე და ჩემს სახეზე ეგ ხელები მომითათუნე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი