ბერი და სურა


ჩამოივლინ გზაზე ბერები,
შიშველი ტერფით , უგრძესი წვერით,
გამოეყოფა მწირთა ქარავანს
ერთი ჟღალწვერა , მოხუცი ბერი .

აქლემს ჩამოხსნის მძიმე ტომარას,
მდუღარე ქვიშა სულსაც უდუღებს,
მზე გამომწვევად უმატებს კაშკაშს,
უფრო ჯიბრით და ძალზე უტუხად.

პატარა სურა მიაქვს ტუჩებთან,
ქალის ტანი აქვს სურას უდავოდ,
წელზე მოხვეულ თითებს არ უშვებს,
თუმც სურა არის , უწყლო, უთავო.

შეაჯანჯღარებს. სურს გადმოდინდეს,
ქალის ტანიდან მოკლვა წყურვილის,
სურა კი მშრალი, გამოფიტული,
ერთ დროს გულ_მკერდი ოფლით ცურვილი,
ისე მყიფეა, ისე დაცლილი,
ისე მსუბუქი და ისე წმინდა,
რომ წელში გასტეხს მკაცრი შეხება,
რომელიც მზეს და სამყაროს ბინდავს.
აკი უწვავდა სიცხე გულ- მუცელს,
აკი ეწვოდა მოხუცს ტერფები
ხომ ურჩევნია მზე დააბნელოს,-
ძირს დაანარცხოს  ცხელი კერპები.
მაგრამ კვლავ მიაქვს ბაგესთან სურა,
უფრო ამბორით, კრძალვის იმედად,
და გარდასული ყმაწვილკაცობა,
დასაბნელებლად ვერ გაიმეტა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი