Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_l11g2euoa4pv8gtoa7l1illfkn, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჩემი ბგერები - ქალთამზე ანა სურმანიძე | პოეზია

ჩემი ბგერები


ჩემი ბგერები 
მიწიდან იშვნენ.
ბგერის მარცვლები გაზაფხულზე გაღვივდნენ მაშინ 
და აღმოცენდნენ სიტყვის ყანებად.
მზე იდგა ჭაში,
ის დრო იყო.
ქროდა ნიავი , 
მინდვრებს და ყანებს  უვარცხნიდა 
აჯაგრულ ფაფარს ,
შავი მუსტანგი თქარუნობდა,
ელავდა სტეპი ,
ჭიანჭველები დაეძებდნენ სარჩოს და საფარს.
სიტყვის ყანები მწიფდებოდნენ
ნარინჯისფერად,
ამოდიოდა ჭიდან მზე 
და ქროდნენ ქორები,
ზღაპარს ჰყვებოდნენ  ნეკერჩხლები, ოდნავი ღელვით
და ტირიფები, მელანქოლები.
ნიავს მიჰქონდა მისი წილი
სიტყვების თესლი,
ქორებს-თავისი,- არა- მისი, არამად ერგოთ,
შენ გადამირჩი,
გაყვავილე,
სული დაგისხი,
ჩემი სიტყვების 
ლექსებამდე გაზრდილო ნერგო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი