ლურჯთვალას
კალამიც კი დაიღალა, ვეღარ გიძღვნი ლექსს, დარდი მუზად ვაქციე და მოდი, მეც ვცდი ერთს, დაე, ესეც დამემართოს, თუ უნდოდეს ღმერთს, სიტყვას სიტყვას დავაკონებ, არ ვაყოვნებ ბევრს, ოდეს მუზა მეწვეოდეს არ ავუვლი გვერდს. ლამაზ სიტყვას იტყვის ვინმე, მეც დავუკრავ კვერს, ასე ყველა გავმთელდებით და დავაფრხობთ მტერს. გული გულსა მიუჩოჩდეს აადენენ მტვერს, ხელი ხელსა ჩაეკიდოს, არ დასცილდნენ დღეს. მკრთალი ლურჯი თვალები გაქვს, მე გამგვანებ მზეს ხორბლისფერი თმა გაქვსო და ტანად ჰგავხარ შველს, მწყრალ ლურჯ თვალთა გამოხედვა ისევ ისე გშვენს, მე რა ვქნა, რომ დამაშორე საუცხოო ხედს. მეუბნება სიჩუმის ხმა-არ მოვაო მეტს, მეც ავდგები და დავუსვამ წერტილს ამა ლექსს, წარსულშიაც გამოვკეტავ არსებობას შენს, ამოვიშლი გონებიდან თვალთა შენსა ფერს, გიწყრები და ვიცი მაინც გამოგიწვდი ხელს, ვემდური, ვერ ვეგუები მკაცრსა ჩემსა ბედს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი