სიყვარულის ხე


ეს ერთი ბოთლიც ჩავცალე, არადა არ მეკიდება
ბოლო წვეთს ვითვლი ჭიქაში, განა რა მომეკითხება,
ეს ღვინო იყოს მსაჯული ჩვენი ამ ქვეყნად შეხვედრის,
ხსენება, არ-დავიწყება შენი ხელისა შეხების.
ფიქრს მიფანტავს ქარის ქროლვა, მაგრამ არა ვნებდები,
მზე გინდოდეს-გაგინათებ, ღამით შენთვის ვბნელდები,
ჩემ სათქმელს იქ გეტყვიან ტბაზე თეთრი გედები,
მათ იციან ყოველღამე მთვარეს რას ვევედრები.
უცხო რა ვთქვა ან რით გაქო, ნუთუ რას შეედრები,
მარტო შენი არსებობით გულზე წამლად მედები.
სიყვარულის ხე გავზარდე, ღრმად გაიდგა ფესვები
კენწეროში იმ ერთ ნაყოფს მხოლოდ შენ თუ შესწვდები,
არ იჩქარო, არც ინელო, ბიჭოვ, ნუ გაწვალდები!
შენს მეტი ვერას ვხედავ, ყველგან შენ მელანდები.
მე მაგ ხესა მტკიცედ ვიცავ, მხოლოდ შენთვის ვინახავ,
ერთგულებას წააწყდები, არსად რომ არ გინახავს
დიდი ხნისა ამბავია, კარგს რომ ცუდი წინ ახლავს
დრო დადგა, გავამხილო, რასაც გულში ვინახავ,
მე თქმა კიარ მეძნელება, მაგრამ რითმა გამიქრა,
სიტყვა ძლიერ მიგრძელდება, უნიჭობამ რა მიქნა,
გაგაწვალე, მაპატიე, ამის ღირსი კი არ ხარ,
ამ შაირმა გითხრას თუ რა ძალიან_______.




c ანანია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი